Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2023

რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა ?

მსოფლიოში ასობით სტაბილური ქოინია, როგორიცაა USDC, USDT, BUSD, DAI, TUSD და სხვა. მათ სხვადასხვაგვარი მახასიათებლები და გამოყენების ხერხები გააჩნიათ. მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს სტაბილური ქოინი: ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რომელსაც შედარებით დარეგულირებული ფასი აქვს შეიძლება განიხილოს, როგორც “სთეიბლ ქოინი”. სტაბილური კრიპტოვალუტები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე უბრალო კრიპტოვალუტა, რადგან ისინი უფრო სანდო აქტივს წარმოადგენენ ღირებულების სტაბილურობის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ მოცემულ კრიპტოვალუტას ‘ ზურგს უმაგრებს’ კონკრეტული ღირებულების ქონება, ანუ ის გამყარებულია რაიმე სახის აქტივით. ასეთი კრიპტოვალუტები ძირითად შემთხვევაში გამყარებულია რეალური ფულით, რომელიც ინახება ბანკში ან რომელიმე სხვა რეზერვში. ამ სტაბილურ კოინებს ეწოდება FIAT ქოინები, როგორიცაა USDC, USDT, TUSD. მათ ზურგს უმაგრებს ცენტრალიზებული პლატფორმის მიერ ფიზიკურად ბანკში შენახული ფული, რომელიც ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში იქნება მობილიზებული. ეს კი განაპირობებს მათ ფასის ფიქსირებულ ნიშნულზე გაჩერებას, 1 დო...