Skip to main content

რა არის სტაბილური კრიპტოვალუტა ?



მსოფლიოში ასობით სტაბილური ქოინია, როგორიცაა USDC, USDT, BUSD, DAI, TUSD და სხვა. მათ სხვადასხვაგვარი მახასიათებლები და გამოყენების ხერხები გააჩნიათ.


მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს სტაბილური ქოინი:

ნებისმიერი კრიპტოვალუტა, რომელსაც შედარებით დარეგულირებული ფასი აქვს შეიძლება განიხილოს, როგორც “სთეიბლ ქოინი”.

სტაბილური კრიპტოვალუტები ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე უბრალო კრიპტოვალუტა, რადგან ისინი უფრო სანდო აქტივს წარმოადგენენ ღირებულების სტაბილურობის თვალსაზრისით.

ეს ნიშნავს, რომ მოცემულ კრიპტოვალუტას ‘ზურგს უმაგრებს’ კონკრეტული ღირებულების ქონება, ანუ ის გამყარებულია რაიმე სახის აქტივით.

ასეთი კრიპტოვალუტები ძირითად შემთხვევაში გამყარებულია რეალური ფულით, რომელიც ინახება ბანკში ან რომელიმე სხვა რეზერვში. ამ სტაბილურ კოინებს ეწოდება FIAT ქოინები, როგორიცაა USDC, USDT, TUSD.


მათ ზურგს უმაგრებს ცენტრალიზებული პლატფორმის მიერ ფიზიკურად ბანკში შენახული ფული, რომელიც ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში იქნება მობილიზებული. ეს კი განაპირობებს მათ ფასის ფიქსირებულ ნიშნულზე გაჩერებას, 1 დოლარი = 1 USDC, 1 USDT ან 1 TUSD.

მეორე სახის სტაბილური ქოინები არიან ე.წ. ალგორითმული სტაბილური ქოინები.

ამ სახის ქოინებს არ უმაგრებს ზურგს რეალური ფული, ნაცვლად, ისინი წინასწარ შემუშავებული ალგორითმის მეშვეობით ინარჩუნებენ რეგულარულ ფასს. ამ დროს, მოცემულ ქოინზე შემუშავებული პროგრამა უზრუნველყოფს, რომ ჯამური ქოინების ბალანსი ისე იყოს დაცული, რომ ფასი ყოველთვის შედარებით ერთსა და იმავე ნიშნულზე დარჩეს. ასეთი კრიპტოვალუტა საფრთხის შემცველია, რადგან მის უკან მდომ აქტივზე, შეიძლება მოთხოვნა შემცირდეს ბაზრის კრიზისული მდგომარეობის დროს.

ყველა ტიპის სტაბილური ქოინებით ვაჭრობა მსოფლიოს უმეტეს კრიპტო ბირჟებზეა შესაძლებელი. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ პლატფორმის სისწრაფესა და საკომისიოს რაოდენობაში. ყველა კრიპტო ბირჟა სტაბილური ქოინებით ვაჭრობის საკუთარ პირობებს აწესებს.

საქართველოში გვაქვს ერთადერთი სტაბილური ქოინი სახელად nGEL (ენჯელი), რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა. იგი შექმნილია coinmania.ge-ს მიერ და პირველი, ანუ FIAT კატეგორიისაა.




ენჯელის ბლოკჩეინზე გადარიცხვის საკომისიოა 7nGel, ხოლო ექსპრეს გადარიცხვა კოინმანიას პლატფორმაზე არის უფასო.

თუ ენჯელის გატანა გსურთ, იგი უნდა დაკონვერტირდეს ლარში და შემდეგ საბანკო ანგარიშზე.
მისი გადარიცხვის საკომისიოა 1 ლარი, მიუხედავად გადარიცხვის მოცულობისა.


Comments

Popular posts from this blog

“მინდა გავყიდო” განაცხადის გამოქვეყნება

გაყიდვის განაცხადის გამოქვეყნება შეგიძლიათ  რეგისტრაციის   გავლის შემდეგ. ამასთან ერთად აუცილებელია ბიტკოინის საფულეში გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინი. პირველ რიგში,  ეწვევით ბაზარს . “მინდა გავყიდო" განაცხადები ჩანს მარცხენა მხარეს. "მინდა ვიყიდო" განაცხადები ჩანს მარჯვენა მხარეს. დაამატეთ გაყიდვის განაცხადი . ამ გვერდზე უნდა მიუთითოთ გასაყიდი ბიტკოინების რაოდენობა და ერთეულის ფასი ლარში. დააწკაპუნეთ ღილაკზე “შემდეგი ნაბიჯი”. გამოჩნდება გადამოწმების გვერდი. “ეგარი” ღილაკზე დაწკაპუნებით განაცხადი გამოქვეყნდება.

რეგისტრაცია

ეწვიეთ  რეგისტრაციის  გვერდს.  შესაბამის გრაფებში ჩაწერეთ ელ.ფოსტა, პაროლი და მობილურის ნომერი.  გაეცანით მომსახურების პირობებს.  თანხმობის შემთხვევაში დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს.  მომდევნო გვერდზე უნდა გაიაროთ 2 ფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (2FA). კერძოდ, შესაბამის გრაფებში უნდა ჩაწეროთ ელ.ფოსტით და მობილურ ტელეფონში მიღებული კოდები. კოდების მითითების შემდეგ დააჭირეთ შემოწმების ღილაკს. რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია ორივე კოდის მითითება.